სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმ ობიექტების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ

21 მარ 2020

მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმ ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ.

ესენია:ა) სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, სურსათის სამაცივრე მეურნეობები; სურსათის მწარმოებელი/გადამამუშავებელი საწარმოები (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობები, ცხოველთა სასაკლაოები (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე); საზოგადოებრივი კვების ობიექტები მხოლოდ მიწოდების სერვისით; ცხოველის საკვების გადამამუშავებელი საწარმოები; სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორები (მათ შორის იმპორტიორები);ვეტერინარული კლინიკები;ცოცხალი ცხოველების ბაზრები,ცხოველთა ფერმები;ვეტერინარული აფთიაქები ზოომაღაზიები;პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აღიარებული საცალო/საბითუმო ობიექტები;სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიები; საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ბიზნესოპერატორების ინფორმირებას და რეკომენდაციების გაცემას.