საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული  3 ადამიანი გამოჯანმრთელდა

22 მარ 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული  3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კოვიდ-19 აქვს  54-ს მოქალაქეს. გაიზარდა კარანტინში მყოფ ადამიანთა რიცხვი და თითქმის 3000 შეადგინა.

ცნობილია, რომ კორონავირუსის  ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულის საავადმყოფოში დადასტურდა. 2-ს მოგზაურობის ისტორია აქვს. აჭარაში 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.  5 პაციენტის  ანალიზის პასუხები კი დღეს გახდება ცნობილი.