დღეიდან თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სარფის საბაჟოდან შეეძლებათ საქართველოში დაბრუნება

23 მარ 2020

დღეიდან თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ  სარფის საბაჟოდან შეეძლებათ საქართველოში დაბრუნება. ინფორმაცია საქართველოს საელჩომ გაავრცელა.  

სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი საქართველოს დროით იმუშავებს დილის 10 საათიდან 18 საათამდე.  დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდდით ცხელ ხაზს.