ბერლინიდან ბათუმში სპეცრეისი ჩამოფრინდა

23 მარ 2020

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში ბერლინიდან სპეციალური ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა, რომლითაც საქართველოს 182  მოქალაქე ჩამოიყვანეს.

არსებული რეკომენდაციების მიხედვით, ყველა მგზავრი ავტომატურად კარანტინში იქნება გადაყვანილი.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება.