აგროსერვისცენტრებს მიკროსკოპული ხელსაწყო გადაეცათ

22 სექ 2016

საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს  ელექტრონული მიკროსკოპი გადაეცათ.  მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოებით მცენარეების მავნებელი დაავადებების  ადრეულ ფაზაში გამოვლენაა შესაძლებელი.  აგროსერვისცენტრმა მიკროსკოპული ხელსაწყო პროექტის "მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარაში" ფარგლებში შეიძინა.