სამხრეთ კორეაში 96 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

26 მარ 2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,   დღეისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსით თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა  რიცხვმა 21 ათასს გადააჭარბა.  

ესპანეთმა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ჩინეთს გაუსწრო. პირენეის ნახევარკუნძულზე 4 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.  ჩინეთში კი გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ყველა საზღვარგარეთიდან შემოტანილია.  გასულ დღე-ღამეში პანდემიის შედეგად ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობამ რეკორდი მოხსნა და  2 ათას 378 ადამიანს მიაღწია.  

იტალიაში 7 ათას 503 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 75 ათასამდე. ევროპაში დაღუპულთა მაჩვენებლით მეორე ადგილზე ესპანეთია. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსმა 938 ადამიანი იმსხვერპლა.  დაღუპულთა საერთო რაოდენობა 3 ათას 647 აღწევს.  ინფიცირებულია 49 ათას 515. საფრანგეთმა დაკარგა ათას 100 ადამიანი. ირანში ბოლო დღე-ღამეში 143 ადამიანი გარდაიცვალა, სულ ქვეყანას კორონავირუსის შედეგად  2 ათას 77 მსხვერპლი ჰყავს.  

ინგლისში პანდემიამ 465 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 9 ათას 640. გერმანიაში 206 ლეტალური შემთხვევაა, კორონავირუსი დაუდგინდა 37 ათას 323 ადამიანს.  აშშ-ში ვირუსის შედეგად ათას 100 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 70 ათასამდე.  

რუსეთში ვირუსის მატარებელი 900-მდე ადამიანია, ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობა კი  სამია,  თუმცა მედიკოსები კორონავირუსის ბირთვული რეაქციის მსგავსი აფეთქებით გავრცელებას ელოდებიან.  ახალი კორონავირუსი მსოფლიოს კიდევ ორ ქვეყანაში მალისა და გვინეა-ბისაუში  დაფიქსირდა.