მსოფლიოში კორონავირუსით 597 458 პაციენტია ინფიცირებული

28 მარ 2020

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 597 458 შეადგენს. გარდაცვლილია 27 370 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 133,373. ინფიცირებულთა ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკაშია დადასტურებული და 104  256-ს  შეადგენს, ბოლო 24  საათში 130 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 8 მოქალაქე.

ლეტალური შემთხვევების რაოდენობით ამერიკას იტალია უსწრებს. იტალიაში 9,134  მოქალაქეა გარდაცვლილი. ჩინეთში ჯამში კოვიდ 19-ის  81 394  დადასტურებულია შემთხვევაა  დაფიქსირებული, დაღუპულია 3 295. 

რაც  შეეხება ესპანეთს, ვირუსით 65 719 ადამიანია ინფიცირებული ,  დაღუპულთა რაოდენობა კი 5,138 შეადგენს. ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში 146 ახალი შემთხვევა დადასტურდა დაღუპულია 5 მოქალაქე.რაც შეეხება ავსტრალიას კოვიდ -19-ის 195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 1 ადამიანი.