28 მარ 2020
კორონავირუსით ინფიცირებულმა მექსიკელმა ქალმა ტყუპები გააჩინა. 34 წლის
ანამარია ხოსე რაფაელ გონსალესს ჯანმრთელი გოგონა და ბიჭი შეეძინა.
დედის გადაწყვეტილებით გოგონას სახელად კორონა ხოსე მიგელ გონსალესი და ბიჭს ვირუსი ხოსე მიგელ გონსალესი დაარქვეს.
”სახელები არ მქონია დაგეგმილი. ექიმმა შემომთავაზა კორონა და ვირუსი დაარქვიო, რადგან ინფიცირებული ვიყავი COVID-19- ით და ვფიქრობ, რომ ეს მშვენიერი იდეაა,” - განუცხადა გონსალესმა ჟურნალისტებს.
ინფორმაციას worldnewsdailyreport ავრცელებს.