დებატები პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში

20 აპრ 2016

საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, საქართველოს ევროპული პერსპექტივები, ქვეყნაში  მიმდინარე რეფორმები,  ასევე   რუსეთთან ურთიერთობა, საქართველო და საფრანგეთის ორმხრივ ურთიერთობებები -ამ საკითხებზე გამახვილა ყურდაღება გიორგი მარგველაშვილმა ვახშამ-დებატებზე, რომელიც პარიზის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში ჩატარდა. დებატებში მონაწილეობდნენ საფრანგეთის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდნენ.