6 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე -ხანძარი ბათუმში

29 მარ 2020

ხანძარი იყო გუშინ ბარათაშვილის ქუჩაზე, ცირკის მიმდებარედ ორი სახლის, მეორე სართული დაიწვა. იტალიურ ეზოში 15-მდე ოჯახი დაზარალდა, 6 ოჯახი კი ბინის გარეშე დარჩა.

მოქალაქეებმა თავი ნათესავებს  შეაფარეს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მოქალაქეები შენობის სიძველის გამო  საცხოვრებლის რესტავრაციას ითხოვდნენ.