მუნიციპალურ ავტობუსებში დისპანსერები დამონტაჟდა

30 მარ 2020

ქობულეთის მუნიციპალურ ავტობუსებში სპეციალური დისპანსერები დამონტაჟდა. ანტისეპტიკური სითხით სარგებლობა  ყველა მგზავრს ევალება. ამ დროისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში  12 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. დისპანსერები უკვე დამონტაჟდა ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტშიც.