კორონავირუსით ინფიცირების 110 დადასტურებული შემთხვევა, 21 გამოჯანმრთელებული

31 მარ 2020

საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევა, ერთ-ერთი ბოლო ინფიცირებული კახეთიდანაა, რაც რეგიონში პირველი შემთხვევაა, არსებული ინფორმაციით,  ახალგაზრდა  კაცი 23 მარტს გურჯაანში ქელეხში იმყოფებოდა.

რაც შეეხება ბათუმს აქ 5 პაციენტის ანალიზების პასუხებს ელოდებიან, ასევე ინფექციურში გადაიყვანეს თურქეთიდან დაბრუნებული ორი მოქალაქე, მაღალი სიცხის გამო.