ახალი პროტოკოლით პოლიკლინიკები და ამბულატორიები დისტანციურ მართვაზე გადადიან

01 აპრ 2020

ახალი პროტოკოლით პოლიკლინიკები და ამბულატორიები დისტანციურ მართვაზე გადადიან, ეს პირველ რიგში ეხება ოჯახის ექიმებსა და პედიატრებს მათ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოუწევთ პაციენტების დისტანციური მომსახურება ონლაინ-რეჟიმში.

საჭიროების შემთხვევაში კი მათ გადაამისამართებენ შესაბამის კლინიკაში..ბათუმში ორი ონლაინ კლინიკა იფუნქციონირებს. ეს არის  საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი  და  ბათუმის ნომერ პირველი პოლიკლინიკა. პროტოკოლის მიზანია, მოხდეს კოვიდ 19-ის შემთხვევების პრევენცია, რადგან სწორედ ვირუსის გავრცელების ალბათობა სამედიცინო დაწესებულებებში მაღალია.