საქართველოში კორონავირუსით 130 ინფიცირებულია - მონაცემები განახლდა

02 აპრ 2020

საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

130 პირიდან 23 გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში - 5437 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260 რჩება.