თოვის და ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

02 აპრ 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.

განცხადება უწყების  ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

ჯერ-ჯერობით უცნობია როდის მოიხსნება შეზღუდვა.