თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა

02 აპრ 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით ბოლო 24 საათში კლინიკაში კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"გუშინს შემდეგ სამი გამოჯანმრთელებული გვყავს, ისინი საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ. ჯამში კლინიკაში სულ 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება მძიმე პაციენტებს. კლინიკაში რჩება 5 მძიმე პაციენტი. 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 3-ის კი შედარებით დასტაბილურდა.