COVID-19-ის დადასტურებული 130 შემთხვევა, 26 გამოჯანმრთელებული

02 აპრ 2020

საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და კორონავირუსი უკვე 26 პაციენტს აღარ აქვს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ვირუსი აღმოაჩნდათ ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ექიმის ინფორმაციით, გაუმჯობესდა    მარნეული9დან გადაყვანილი ქალის მდგომარეობაც.  ლუგარის ლაბორატორიის პასუხები დღის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი.