ბათუმის აეროპორტში დიდი ბრიტანეთიდან სპეცრეისით თვითმფრინავი დაეშვება

04 აპრ 2020

ბათუმის აეროპორტში დიდი ბრიტანეთიდან სპეცრეისით თვითმფრინავი დაეშვება. სპეცრეისს 12:00 ელოდებიან.  

თვითმფრინავში საქართველოს 180-მდე მოქალაქე იმყოფება.  აეროპორტში მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, სპეცავტობუსი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

თითოეული მგზავრი, პირველად შემოწმებას გაივლის, ორი კვირის განმავლობაში კი საკარანტინო ზონაში გადავა.