ბათუმის სასტუმრო “ინტურისტში“ მოწყობილი საკარანტინო სივრცე 114-კაციანმა ჯგუფმა დატოვა

06 აპრ 2020

ბათუმის სასტუმრო “ინტურისტში“ მოწყობილი საკარანტინო სივრცე 114-კაციანმა ჯგუფმა დატოვა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. რის შემდეგად,  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცე 86 სასტუმროშია მოწყობილი.