წყალტუბოს საკარანტინე სივრცე  დღეს 70 მოქალაქემ დატოვა

11 აპრ 2020

 

წყალტუბოს საკარანტინე სივრცე დღეს 70 მოქალაქემ დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე თითოეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა,იმერეთში 4 საკარანტინო ზონაა  მოწყობილი.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეა მოწყობილი.