ჩერნობილში ხანძარი მაღალი აქტივობის რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უახლოვდება

14 აპრ 2020

ჩერნობილში ხანძარი მაღალი აქტივობის რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უახლოვდება. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება, ხანძარი ატომური სადგურისგან, რომელიც პრიპიატში მდებარეობს დაახლოებით 2 კილომეტრზეა.

როგორც ცნობილია, ჩერნობილის მახლობლად ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა, რომელმაც დაახლოებით 100 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.