25 სექ 2016
ლაშა ადამია ბათუმის საკრებულოს მოუწოდებს მერიის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს. არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევა იქნება. იმ შემთხვევაში თუ საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებას მხარს დაუჭერს, ადამია გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.