გამკაცრებული შეზღუდვები საქართველოს 4 დიდ ქალაქში

16 აპრ 2020

გამკაცრებული შეზღუდვები საქართველოს 4 დიდ ქალაქში. უკვე რამდენიმე საათია ბათუმში შემოსვლა შეზღუდულია. ქალაქის  შემოსასვლელში ორი ძირითადი ბლოკპოსტი განთავსდა - ჩაქვის გვირაბთან და მახოს ხიდთან.

გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს და ერთჯერადად  მათ, ვინც ბათუმშია რეგისტრირებული. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ დაიცვან საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები.