16 აპრ 2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში ამ წუთებში საინფორმაციო სამსახურის უფროსის კონკურსი იწყება. მასში მხოლოდ ერთი კანდიდატი, მაუწყებლის დირექტორის მოადგილე ვახო ხუზმიაშვილი მონაწილეობს.
კონკურსი დისტანციური წესით ტარდება. საკონკურსო კომისიის წევრი ლალი ბერძენიშვილი აცხადებს, რომ იგი ბევრ კანდიდატს მოელოდა, რაც კონკურსს უფრო საინტერესოს გახდებოდა.