კორონავირუსის 336 დადასტურებული შემთხვევა, COVID-19 74-მა პირმა დაამარცხა

16 აპრ 2020

საქართველოში კოვიდ 19-სგან 74 ადამიანი განიკურნა. ინფიცირებულია 336 პაციენტი. დღეს  უკვე მეორედ, კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 24  საათის განმავლობაში.  პაციენტები არ დამატებია ბათუმში კლინიკა მედალფას, თუმცა  ე.წ. ქობულეთის კლასტერის გამო მოსახლეობის სრინინგის არეალი დღეს კიდევ გაფართოვდა.