დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება

17 აპრ 2020

ამ წუთიდან  21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.  

შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციაზე. ჩვეულებრივ იმუშავებენ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და მიტანის  სერვისები. დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. ამასთან დღეიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები დაწესდა.