25 სექ 2016
თურქულ მხარეს სასწავლო პროცესის დაწყებით საქართვლოს კანონმდებლობა არ დაურღვევია და საქართველოს განათლების სამინისტრო საქმის კურსში იყო- ეს განცხადება ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა. მინისტრის თქმით, თურქული სკოლის გახსნაზე შეთანხმება არსებობდა თურქი ეროვნების მოსწავლეებისთვის, ხოლო შემდგომ თუ სასწავლებელი ქართველ მოსწავლეებსაც მიიღებს, მათ დასჭირდებათ აკრედიტაციის გავლა. რაც შეხება შენობის საკითხს, აკრედიტაციის პროცესში ამ საკითხის მოგვარება თურქულ მხარეს აუცილებლად მოუწევს.