გონიოში კოკა იგნატოვის სახლიდან ტელევიზორი მოიპარეს 

20 აპრ 2020

გონიოში მხატვარ კოკა იგნატოვის სახლი გაქურდეს. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული.

მხატვრის ოჯახის წევრები იქ არ ცხოვრობენ და ბათუმში პერიოდულად ჩამოდიან. 

მეზობელი ამბობს, რომ გატეხილი ბოქლომი დილით დაინახა, მოპარულია მხოლოდ ტელევიზორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.