გიორგი მღებრიშვილის განცხადება

26 სექ 2016

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მაშინვე დააკავებენ.  მღებრიშვილმა ამის საფუძვლად სააკაშვილის დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე გამოცემული განჩინება დაასახელა.