30 აპრ 2020
მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა და გამოწვევები, რომელთა წინაშეც ბიზნეს სექტორი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დადგა. ამ საკითხებზე ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს რესტორანთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.
ნათია თურნავას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებისას კორონავირუსის შედეგად დაზარალებული ბიზნეს სექტორის ინტერესები გათვალისწინებული იქნება.