30 აპრ 2020
ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 13 საკითხი განიხილეს მათ შორის: მუნიციპალიტეტის მიერ დაწესდა გარკვეული შეღავათები, გარემოვაჭრეები და მოიჯარეები გათავისუფლდნენ გადასახადებისგან, მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიები, ეკონომიკურ საქმიანობას ნებართვის გაცემამდე არ გადაიხდიან საქმიანობის დაშვების საფასურს. კიდევ რა საკითხები დამტკიცდა სხდომაზე, რომელსაც ოპოზიცია პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.