ვირუსი რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინს დაუდასტურდა

01 მაი 2020

რუსეთში ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათასს გადაცდა. ვირუსი რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინსაც დაუდასტურდა. ტესტირებას გაივლის მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი.

უცნობია, ბოლო პერიოდში ჰქონდა თუ არა მას შეხება რუსეთის პრეზიდენტთან. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი შეასრულებს.