კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში

04 მაი 2020

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც  და ამ დროისთვის 223 ადამიანს შეადგენს.  გარდაცვლილია 9 პაციენტი.

აჭარაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ექიმები გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდას ელიან. რეგიონში ყველაზე მეტი ინფიცირებული  30-დან 60 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებშია.