1 ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ვიზიტორებს მიიღებს 

07 მაი 2020

მასიური შეღავათები ტურისტული სექტორისთვის, სფერო რომელიც ვირუსის გავრცელების გამო ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა, სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს. 15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს. 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან.

ხოლო საშემოსავლოს  6 თვის განმავლობაში  არ გადაიხდიან. ტურიზმის სექტორის განვითარების გეგმის მიხედვით, მოხდება იმ სასტუმროების სუბსიდირება, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ლარზე ნაკლებია.ამ გადაწყვეტილებების მთავარი მიზანი, დასაქმებულებისთვის სამსახურების შენარჩუნება და მათთვის სახელფასო ანაზღაურების უზრუნველყოფაა.