აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მერვე დღეა არ დაფიქსირებულია

08 მაი 2020

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მერვე დღეა არ დაფიქსირებულია და მედალფაში 15 პაციენტი რჩება, თუმცა ერთი მათგანის მდგომარეობა დამძიმდა და იგი მართვად სუნთქვაზე გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის მასშტაბითაც დღესა მეტი გამოჯანმრთელებულია ვიდრე ახალი ინფიცირების შემთხვევები.

გორის სამხედრო კლინიკაში 45 წლის ქალი გარდაიცვალა.მას რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. შესაბამისად სულ საქართველოში 623 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 288 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 10-ს გაუტოლდა.