COVID-19 - ვითარება და უახლესი მონაცემები

16 მაი 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 677 გახდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ  ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო ცნობილია, 2 პაციენტის კვლევა კი მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ ამ კლინიკაში არც ერთი ახალი შემთხვევის მდგომარეობა მძიმე არ არის. რაც შეეხება აჭარას 30 აპრილის შემდეგ კოვიდინფექციის შემთხვევა არ გამოვლენილა.