''გვაწუხებს საქართველოს კავშირები ამერიკის მტრებთან“- კონგრესმენების წერილი პომპეოს

16 მაი 2020

აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენების წერილს, რომელიც სახელმწიფო და ხაზინის მდივანს  გაუგზავნეს, უკვე მოყვა  გამოხმაურებები. კონგრესმენები  შეშფოთებას გამოთქვამენ  საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო,  ამბობენ, რომ საქართველოში მმართველობა გაუარესებულია და ივანიშვილს უკანონო კავშირები  აქვს რუსეთთან და ირანთან -ასეთია წერილის შინაარსი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული წერილი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ოდესმე დაწერილა. ხელისუფლების ოპონენტები  წერილს საგანგაშოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე დაკარგა ამერიკის ნდობა, რომელსაც ვეღარ აღადგენეს.