მსოფლიოში კორონავისუსი 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა

23 მაი 2020

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსისგან 2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. აღნიშნულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

ამ დროისთვის, გლობალურად დადასტურებული შემთხვევები 5,3 მილიონს აღემატება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 340 000-ს აღწევს. ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ აშშ ლიდერობს, მას მოსდევს ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი და ბრიტანეთი.