ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ავსტრალიაში

24 მაი 2020

ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროს ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდება თავს. ამ ინფორმაციას  BBC  ავრცელებს.

ამ დროისთვის ავსტრალიის ქალაქ პერთთან უკვე შეინიშნება ძლიერი ქარი. მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო 2 დღის განმავლობაში ავსტრალიის სანაპიროებთან მოსალოდნელია 8 მეტრის სიმაღლის ტალღები, ქარის სიჩქარე კი 130 კმ.სთ.-ს გადააჭარბებს.ავსტრალიის ხელისუფლება მოსახლოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.