აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

28 მაი 2020

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ აქციაზე დაკავებული პირების  სასამართლო პროცესი იწყება.  პოლიციის მიერ, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს,  სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის  30 პირია დაკავებული.