საქართველო გერმანიის მთავრობისგან 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს

28 მაი 2020

საქართველო გერმანიის მთავრობისგან 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას. დაფინანსება,  საბიუჯეტო მხარდაჭერაა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად. აღსანიშნავია, რომ KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.