მეწყრული პროცესები ხელვაჩაურში

29 სექ 2016

წუხელ ღამით მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.  მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ხეყრუში საავტომობილო გზასთან.  მდგომარეობა  უკვე შეისწავლა გამგეობის სპეციალისტებმა. გზების გაწმენდა ხელვაჩაურში,  10-მდე ლოკაციაზე მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად მიწის მასისგან იწმინდება სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები. მეწყრული პროცესები განვითარდა ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზაც, თუმცა მოძრაობა არ შეფერხებულა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.