სომხეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

01 ივნ 2020

კორონავირუსი დაუდასტურდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს. ინფიცირებული არიან ნიკოლ ფაშინიანის  ოჯახის წევრებიც.  ამბობს, რომ კოვიდ 19-ით   სავარაუდოდ, მიმტანისგან დაინფიცირდა, რომელმაც მას მთავრობის სხდომის დროს წყალი მიუტანა.  

მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან  გააგრძელებს.