საპროტესტო აქცია და შიმშლობა ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით

02 ივნ 2020

ბათუმის პროკურატურასთან ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, იგივე ,,ლავასოღლის“ მხარდამჭერები აქციას მართავენ.  15 პირი კი შიმშილობს.

ლავასოღლის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 30 დღით გახანგრძლივდა.

აქციის მონაწილეები საქართველოს იუსტიციის მინისტრს ულტიმატუმს უყენებენ და დროს ხვალ, 15:00 საათამდე აძლევენ. ისინი თეა წულუკიანს განცხადების გაკეთებას სთხოვენ: ''ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია თურქულ მხარესთან''.