ონლაინ შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩებთან

03 ივნ 2020

ტურიზმის სფეროში ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ონლაინ შეხვედრაზე საქართველოს ელჩებთან ევროკავშირის ქვეყნებში.  

როგორც ცნობილია 1 ივლისიდან, საქართველო გეგმავს  უცხოელ ტურისტებს უმასპინძლოს.