“ოქროს თვალი” – ფესტივალი ბათუმში

29 სექ 2016

“ოქროს თვალი” - ასე ჰქვია  კინო და ტელეოპერატორების მე-6 საერთაშორისო ფესტივალს, რომელსაც ბათუმი  ხვალიდან 2 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. მოეწყობა   სამაუწყებლო ტექნიკისა და სატელევიზიო პროდუქციის გამოფენა. ჰოლივუდიდან მოწვეული  კინოს  ექსპერტები მასტერკლასებს ჩაატარებენ.