კორონავირუსით მე -14 პაციენტი გარდაიცვალა

14 ივნ 2020

საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა.  გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია. ის თბილისში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში  4 აპრილიდან მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ ინფიცირებული საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი  ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო.