14 ივნ 2020
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა აბსოლიტურ საბრძოლო ჩემპიონატში მეოთხე გამარჯვება იზეიმა.
მერაბის მეტოქე რაი ბორგი უნდა ყოფილიყო თუმცა რამდენიმე დღით ადრე ბორგმა პირადი მიზეზების გამო ბრძოლაზე უარი თქვა.ქართველმა ახალი ამერიკელი მეტოქე გუსტავო ლოპესი დაამარცხა. მერაბი სამივე რაუნდში აქტიური იყო და მსაჯების გადაწყვეტილებით სწორედ მას დარჩა გამარჯვება.
დვალიშვილმა ორთაბრძოლში სულ 13 თეიქდაუნი გააკეთა და პირადი რეკორდი გააუმჯობესა.მერაბ დვალიშვილმა შემდეგი ბრძოლისთვის კი შონ ო' მალი გამოიწვია. "ქართველ მანქანას" UFC-ში 6 ბრძოლიდან 4 გამარჯვება აქვს.