30 სექ 2016
დღეს ბათუმსა და ხელვაჩაურში სასამართლოების განახლებული შენობები გაიხსნა. ისინი ნინო გვენეტაძემ, ლევან მურუსიძესთან ერთად დაათვალიერა და ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სასამართლო დარბაზები უახლესი ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა და ადაფტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.