პანდემია - მსოფლიოს მთავარი გამოწვევა

14 ივნ 2020

საქართველოში კორონავირუსმა მეთოთხმეტე ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო. 68 წლის პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 70 დღე მკურნალობდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 13 ადამიანს გამოუვლინდა,  1 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში, ამ ეტაპზე კორონავირუსის 864 დადასტურებული შემთხვევაა. რთული ვითარებაა სომხეთში. მეზობელ ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.